ჩვენ შესახებ
ჰოსპიტლის მართვის საინფრომაციო სისტემა MEDWORK-ს გააჩნია სრული ქართული და მარტივად აღქმადი ინტერფეის, მას აქვს ფუნქცია და შესაძლებლობები სრულად უზრუნველყოს ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დაწესებულება მისთვის საჭირო მონაცემთა მიღება, შენახვა, დამუშავების მხრივ.
MEDWORK-ის მომხმარებელია საქართველოში არსებული 56 კლინიკა მათ შორის 26 სტაციონარი და 30 ამბულატორიის ტიპის დაწესებულება. ათასობით მომხმარებელი ყოველდღიურად მუშაობს ამ სისტემაში.
ჰოსპიტლის მართვის სისტემის - MEDWORK - ის შექმნა დაიწყო 2008 წელს, როდესაც პროგრამისტების ჯგუფმა ექიმებთან ერთად შექმნა ამბულატორიისთვის საჭირო პროგრამა - რეგისტრატურის მოდული, გადახდები, დავალიანებები.
მთავარი პრინციპი იყო შექმნილიყო სისტემა იმ დროისთვის არსებული თანამედროვე პროგრამირების ტექნოლოგიების გამოყენებით ამასთანავე ეს ტექნოლოგიები უნდა ყოფილიყო ადვილად განახლებადი მომავალში. ბაზარზე არსებული პროგრამები იყენებდნენ უკვე მოძველებულ 1995-2000 წლების პროგრამირების ტექნოლოგიებს. ასევე მთავარი პრინციპი იყო შექმნილიყო სისტემა რომლის მართვასაც კლინიკის მენეჯმენტი და პერსონალი შეძლებდა პროგრამისტების ჯგუფისაგან მაქსიმალურად დამოუკიდებლად. ერთ წელიწადში სისტემა დაინერგა რამდენიმე ამბულატორიაში.
2011წელს ერთერთი ავტორის (თორნიკე კაპანაძე) მიერ დაცული იქნა სამაგისტრო ნაშრომი „პაციენტის სამედიცინო ისტორიის ინფორმაციული მართვა“
2012 წლიდან პროგრამისტების და ავტორების ჯგუფი გაიზარდა და 2 წელიწადში სისტემას დაემატა სტაციონარისთვის საჭირო ფუნქციონალი გამოვიდა პროგრამის მეხუთე ვერსია. 2012 წლიდან პროექტის გაუმჯობესება და სრულყოფაზე მუშაობენ შემდეგი სპეციალისტები:
• უფროსი პროგრამისტი/დეველოპერი
• პროექტ მენეჯერები
• პროგრამისტი/დეველოპერები
• უმცროსი დეველოპერები
• მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
• ტესტერი
პერსონალი სამედიცინო სფეროდან
• კლინიკის მენეჯმენტში გამოცდილი პერსონალი
• პრაქტიკოსი ექიმები
• ანალიტიკოსი
• საწყობის მენეჯერი
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი
2013 წლიდან თორნიკე კაპანაძის მიერ მიმდინარეობს მუშაობა სადოქტორო თემაზე „კლინიკების ინფორმაციული მართვის პრინციპები საქართველოში“ 2013 წელს დაემატა კიდევ ერთი დიდი მოდული ლაბორატორიის მოდული
2016 წლიდან ელექტრონული სამედიცინო ისტორია და ლაბორატორიის მოდული გახდა საერთაშორის სტანდარტის HL7. 2016 წლიდან დაემატა ინტეგრაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, შემოსავლების სამსახურთან (RS.GE - აფთიაქი/საწყობი)
2018 წელს MEDSOFT გახდა შვეიცარული კომპანია ️CLINERION-ის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში. CLINERION არის ლიდერი კომპანია სამედიცინო ინფორმატიკის დარგში. მისი საშუალებით MEDSOFT-ის მომხმარებელი კლინიკები შეძლებენ შეუერთდნენ კლინიკური კვლევების საერთაშორისო ქსელს. 2018 წელი - ინტეგრაცია ბუღალტრულ სისტემებთან და ლაბორატორიის ანალიზატორებთან - ლაბორატორიის მართვის სისტემასთან. 2018 წელი - არსებული ვერსია 8.5 განკუთვნილია ხუთივე ტიპის სამედიცინო დაწესებულებისთვის ამბულატორია, ჰოსპიტალი, ლაბორატორია, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა.
2022 წელს ჰოსპიტლის მართვის საინფორმაციო სისტემის 10.0 ვერსიაში შეიქმნა პროექტი "ციფრული ჰოსპიტალი 360", რომელიც ითვალისწინებს კლინიკის სრულად ციფრულად მართვას. მის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილებები:
• ინტეგრაცია ლაბორატორიულ ანალიზატორებთან - LIS
• ინტეგრაცია დაშვების სისტემებთან
• სამუშაო დროის აღიცხვა
• ბუღალტერიის მოდული
• ქირურგიული ოპერაციების დაგეგმვა და მართვა
პროგრამის ფუნქციური შესაძლებლობები ყოველწლიურად 20-25% ით იზრდება.
წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ასახულია ამ პროგრამაში.