თელავის ცენტრალური საავადმყოფო

თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო წარმოადგენს მრავალპროფილურ 70 საწოლზე გათვლილ სტაციონარს. კლინიკაში ფუნქციონირებს: ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილება კორონაროგრაფია, სტენტირება, არითმოლოგიური სამსახური; ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის მწვავე და გეგმიური ოპერაციები, მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით. ტრავმატოლოგიური ოპერაციები, მათ შორის ენდოპროთეზირება. ფუნქციონირებს ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ნეიროქირურგია. რეანიმაცია, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კაბინეტი, რენტგენოგრაფიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ოფთალმოლოგიური განყოფილება ლაზერო-ქირურგიული, დიაბეტური ბადურის, გლაუკომის, მიოპიური რეტინოპათიის და სხვა პათოლოგიების მკურნალობა. თვალის ოპტიკური გარსების ტომოგრაფიული გამოკვლევები. კლინიკა სთავაზობს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას და აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით. ვუსურვებთ საავადმყოფოს წარმატებებს!
საკონტაქტო ნომერი: 597 91 45 89