სტაციონარის ეფექტური მართვის ფუნქციები

Management of the clinic

კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა MEDWORK-ის შექმნა დაიწყო 2009 წლიდან.

ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ინსტრუმენტი/ფუნქცია იქნა რეალიზებული რაც სტაციონარის ეფექტური მართვისთვისაა საჭირო.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მხოლოდ სტაციონარისთვის საჭირო მოდულების და ფუნქციების მოკლე აღწერას.

სტაციონარული ისტორიის გახსნა/ჩახურვა
ისტორიის გახსნისას რეგისტრატორის მიერ ეთითება

  • ჰოსპიტალიზაციის თარიღი და დრო,
  • მიმღები განყოფილება,
  • ისტორიის ნომერი(გენერირდება ავტომატურად),
  • ტრანსპორტირების სახეობა, მოყვანილია ვის მიერ,
  • გამომგზავნი დაწესებულების,
  • წინასწარი დიაგნოზი,
  • იბეჭდება სტაციონარული სამედიცინო ისტორიის სატიტულო გვერდი დადგენილი ფორმით

პაციენტის კლინიკიდან გაწერისას ეთითება

  • გაწერის დრო,
  • საბოლოო დიაგნოზი,
  • გამოსავალი,
  • სად მოხდა გადაყვანა,
  • გამოითვლება კლინიკაში დაყოვნების დრო,
  • გაწერისას მითითებულია პაციენტის ვალი.

პაციენტის მოძრაობა კლინიკაში
შესაძლებელია განყოფილებიდან სხვა განყოფილებაში გადაყვანა – ეთითება გადაყვანის დრო და თარიღი, პალატა.

კლინიკის მართვის მოდულში მენეჯერს ეძლევა საშუალება ნახოს მრავალფეროვანი რეპორტები მაგ

  • ამჟამად კლინიკაში მყოფი პაციენტების რაოდენობა და სრული სია,
  • გრაფიკულად შეაფასოს ბოლო 24სთ-ში კლინიკაში შემოსული, გაწერილი, ლეტალობა, განყოფილებებში გადაყვანილი და გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობა.

დაემატა – კლინიკის და განყოფილებების წლიური დატვირთვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გრაფიკული(Dashboard) რეპორტი.

კლინიკის მართვის მოდულში ასევე შესაძლებელია კლინიკაში დასმული დიაგნოზების რეპორტის, რაოდენობის და თვისობრივი მაჩვენებლების ნახვა.

კლინიკაში ჩატარებული ოპერაციების სტატისტიკა
შესაძლებელია ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მითითება კერძოდ:

  • ოპერაციის დაწყება/დასრულება,
  • ანესთეზიის დაწყება/დასრულება,
  • მონაწილე პერსონალი,
  • განყოფილება,
  • დიაგნოზი,
  • ჩატარებული ჩარევის კოდები და ა.შ.

მენეჯერს აქვს საშუალება მიიღოს/გაფილტროს/დაამუშაოს/დააჯგუფოს ოპერაციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

ელ-ჩანაწერების კონტროლი
კლინიკის მართვის მოდულში მენეჯერს შესაძლებლობა აქვს მიიღოს გაცემული ფორმა N100 შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს დოკუმენტაციის შევსების/წარმოების ხარისხი.

კალკულაცია
ჩატარებული მომსახურების კალკულაცია გენერირდება მანამდე შეყვანილი ინფორმაციის მიხედვით და ეძლევა საყოველთაოდ მიღებული ფორმა, შესაძლებელია ამობეჭდვა და ექსპორტი.
შესაძლებელია როგორც სრული ისტორიის კალკულაციის ამოღება ასევე მხოლოდ 1 დასახელების სერვისის და მასში შემავალი სადიაგნოსტიკო ღონისძიებების/ხარჯების ამოღება – მაგ ინტენსიური თერაპია I დონის კალკულაცია.