MEDSOFT მა განახორციელა ამბიციური პროექტი – სრულად შეიცვალა ლაბორატორიის მოდული.
პროექტზე 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა.
ახალი მოდული შედგენილია HL7 (Health Level Seven) სტანდარტის მიხედვით.
ახალ ლაბორატორიის მოდულს აქვს უამრავი უპირატესობები.
• სტანდარტული ლაბორატორიის ბლანკის ქუდი ყველა ანალიზისთვის – შედეგად ყველა ბლანკი ერთი სტილისაა
• მარტივია ანალიზის ბლანკის შექმნა – ამისთვის საკმარისია მხოლოდ ლაბორატორიის პარამეტრების არჩევა და თანმიმდევრობით დალაგება
• ანალიზის პასუხის შეყვანისას სავარაუდო პასუხების დახმარება. ლაბორანტს აღარ მოუწევს პასუხში სიტყვების სრულად დაწერა (მაგ. დადებითი, უარყოფითი, IV(AB) – სისხლის ჯგუფის შემთხვევაში) პასუხების არჩევა შესაძლებელია.
• ლაბორატორიის პარამეტრების (მაგ. ჰემოგლობინი, ლეიკოციტები) დასახელებების და ნორმების დამატება და რედაქტირება შეუძლია მენეჯერს. პარამეტრების არჩევის შემთხვევაში კი შექმნის სრულ ანალიზს (მაგ. სისხლის საერთო ანალიზი)
• HL7 სტანდარტის მიხედვით შენახული ანალიზის პასუხები კი ავტომატურად ჯდება ფორმა N IV/100ა ში. რაც ამ მნიშვნელოვანი ფორმის შევსების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს და უფრო აკადემიურს ხდის მას
• დაბეჭდილ ანალიზში მითითებულია ნორმიდან გადახრა
• შესაძლებელია ჩატარებული ანალიზების რეპორტის ამოღება
• პაციენტის მოდულში კი შესაძლებელია პასუხების თარიღის მიხედვით შედარება და დინამიკის გრაფიკულად ნახვა
• პაციენტის მეილზე პასუხის გაგზავნა რა თქმა უნდა აქაც შესაძლებელია
MEDSOFT.GE – კლინიკის მართვის სისტემა