ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი

„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ კლინიკას, გათვილილია 150 საწოლზე. უზრუნველყოფს როგორც სადიაგნოზო, ასევე სამკურნალო სადღეღამისო მომსახურებას ყველა ბაზისური სტაციონარული სამედიცინო სერვისის მიმართულებით: გადაუდებელი, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, აბდომინური და თორაკოქირურგია, ონკოლოგია, თავ-კისრის, კარდიო, უროლოგიური, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, სამშობიარო, რეანიმაციული და ინტენსიური თერაპია.

ასევე, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ამბულატორიული კონსულტირება, ყველა ტიპის ინსტრუმენტული კვლევა (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია, დოპლერ-სკანირება, ენდოსკოპია, ართროსკოპია) და სრული ლაბორატორიული მომსახურება.
საკონტაქტო ნომერი: 591 54 05 00