მნიშვნელოვანი სიახლე! ელ-ისტორია ინტეგრირებულია EHR თან.

electronic-medical-history

2019 წლის 3 იანვარს ამუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების EHR სისტემა. ეს არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი.

EHR სისტემა მოიცავს ნებისმიერი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდისა და ამბულატორიული ვიზიტის დროს შეგროვილ სამედიცინო ხასიათის ინფორმაციას.

სისტემის არსებობა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით!

თუმცა ვინაიდან სისტემა მოითხოვს სხვადასხვა სახის სამედიცინო ინფორმაციის შეგროვებას თითოეულ პაციენტზე ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია სამედიცინო დაწესებულებისა თუ ექიმისთვის.

MEDSOFT ჩაერთო EHR სისტემასთან ინტეგრაციაში და განახორციელა ელეტრონული სამედიცინო ისტორიის და ლაბორატორიის მოდულის ინეტეგრაცია.

MEDSOFT ელ-ისტორიაში სხვადასხვა ექიმის მიერ ყოველდღიური მუშაობისას შეგროვილი ინფორმაცია შესაძლებელია პაციენტის გაწერის შემდეგ გადაეცეს/აიტვირთოს ჯანდაცვის სამინისტროს EHR სისტემაში. შედეგად ინფორმაციის გადაცემას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე თვითონ სისტემაში შევსებას.

ასევე დაემატა EHR ავტომატური შევსების მექანიზმები MEDSOFT სისტემაში:
განხორციელებული:
• პაციენტის პირადი და სამედიცინო ისტორიის მონაცემები
• ლაბორატორიის მოდული
• გაწერისას დანიშნულება – ელექტრონული რეცეპტიდან
• ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდის დანიშნულება – აფთიაქის ხარჯიდან
• ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდში კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები – ელ ისტორიიდან
• დასკვნითი დიაგნოზი – ფორმა 100 დან

ამ სიახლესთან დაკავშირებით MEDSOFT ეტაპობრივად ანახლებს მომხმარებელ კლინიკებში თავის სისტემას.

განმარტებები EHR სისტემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/ka/695/

MEDSOFT.GE – ჰოსპიტლის მართვის საინფორმაციო სისტემა.