კლინიკური კვლევები: MEDSOFT და Clinerion-ის შეთავაზება კლინიკებს

შეუერთდით კლინიკური კველევების საერთაშორის ქსელს შვეიცარული Clinerion-ის პროდუქტების მეშვეობით!

CLINERION არის ლიდერი კომპანია სამედიცინო ინფორმატიკის დარგში.

სტატიის ინგლისურენოვანი ვარიანტის სანახავად: დააჭირეთ აქ.

შვეიცარული კომპანია Clinerion – ხელს უწყობს კლინიკებს მოიზიდონ დაფინანსებული კლინიკური კვლევები
ჩვენ ვაცნობიერებთ თუ რამდენად რთულია კლინიკებისთვის ინოვაციური კვლევების მოზიდვა და ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ თუ რამდენად რთულია ამ კვლევების ჩატარება კლინიკაში.
დაფინანსებული კვლევების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, შესაძლოა უახლესი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადოს თქვენი პაციენტებისა და ექიმებისათვის, გააუმჯობესოს თქვენი კლინიკის რეპუტაცია და გაზარდოს შემოსავალი.
მას შემდეგ რაც მოხდება კლინიკების განსაზღვრა კვლევის ჩასატარებლად და დამფინანსებლები მიაღწევენ შეთანხმებას კვლევების ჩატარებაზე, კლინერიონის ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია მოიძიოთ პაციენტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ კვლევებში. კლინერიონის სისტემას აქვს წვდომა მხოლოდ ერთიან, ანონიმურ მონაცემებთან, თუმცა ამასთან ერთად სისტემა საშუალებას იძლევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კლინიკის პერსონალის მიერ მოხდეს კანდიდატი პაციენტების რე-იდენტიფიცირება.

კლინერიონის სისტემა ეხმარება თქვენს ჰოსპიტალს კლინიკური კვლევების მოზიდვაში
„კლინერიონის“ ქსელში ჩართვა საშუალებას აძლევს პაციენტებს, მარტივად მოხდეს მათი შესაბამება იმ პროტოკოლთან, რომელიც დადგენილია ფარმაცევტული კომპანიების მიერ. ეს ზრდის თქვენს კლინიკაში კვლევის ჩატარების შესაძლებლობას და დარწმუნდებით, რომ კვლევის ადგილის/საიტის შერჩევის ეტაპზე მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია იმ პაციენტების რაოდენობაზე, რომელიც საინტერესოა კვლევის თვალსაზრისით, ამგვარად, მცირდება დრო, რომელიც იხარჯება კვლევის მიზანშეწონილობის დადგენაზე.

„კლინერიონი“ საშუალებას აძლევს კლინიკებს განახორციელონ აკადემიური კვლევები.
„კლინერიონის“ ტექნოლოგია იკვლევს თქვენი კლინიკის საინფორმაციო სისტემას, რათა თქვენი კვლევებისთვის მოიძიოს უფრო მეტი პაციენტი. ეს აჩქარებს პაციენტის მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესს, ზრდის თქვენს მიერ განხორციელებული სამუშაოს ეფექტურობას და იმ კვლევების რაოდენობას, რომელიც თქვენს კლინიკას შეუძლია ჩაატაროს.

დაწყებული ინსტალაციით პროტოკოლის მიზანშეწონილობის შესწავლამდე, ადგილის შერჩევამდე, კანდიდატი პაციენტის ონლაინ მოძიებამდე და იდენტიფიკაციამდე.
კლინერიონის დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზის ტექნოლოგიები და თანამედროვე ინტერფეისი საშუალებას იძლევა შეიქმნას კლინიკური კვლევების პროტოკოლი მრავალი კრიტერიუმით – მარტივად და სწრაფად. ეს პროტოკოლები შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნეს კლინიკის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერებში ძიების ჩასატარებლად და რაც მთავარია ეს პროცესი იქნება რეალურ რეჟიმში.
კლინიკის საინფორმაციო სისტემაში პაციენტის დაუყოვნებლივი ძიების მექანიზმის წყალობით თქვენ გაქვთ 100%-იანი ინფორმაცია პაციენტის ხელმისაწვდომობის შესახებ და შესაბამისად ერთ წუთზე ნაკლები დრო არის საჭირო კანდიდატი პაციენტის მოსაძებნად და თუნდაც რამდენიმე წუთის წინ შემოსული პაციენტის ამ პროცესში ჩასართავად. კლინერიონის PRS სისტემა აგზავნის შეტყობინებას როგორც კი მოხდება ახალი კანდიდატი პაციენტის გამოჩენა.
და ეს ყველაფერი ხორციელდება პაციენტის კონფიდენციალობის დაცვით.

მნიშვნელოვანი სარგებელი

  • ინსტალაცია ხდება მცირე დროში – 6 კვირაში!
  • პროტოკოლის შექმნიდან მის აქტივაციამდე მხოლოდ რამოდენიმე დღეა საჭირო!
  • მოძიებას სჭირდება რამოდენიმე წუთი!
  • კანდიდატი პაციენტების მოძიება ხდება დაუყოვნებლივ, Live რეჟიმში – 24/7.
მახასიათებლებიგაძლევთ საშუალებას სარგებელი
პროტოკოლის დიზაინი –Protocol designშექმენით თქვენი პროტოკოლი, რომელიც იყენებს ჩართვის და გამორიცხვის (inclusion and exclusion criteria) ასევე კომპლექსურ კრიტერიუმებს, რომლებიც ეფუძნება დემოგრაფიულ მონაცემებს, დიაგნოზს,  მედიკამენტებს, ლაბორატორიულ მაჩვენებლებს და ჩატარებულ პროცედურებს.შეიქმნას ძიების დეტალური პროტოკოლი, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს ვიდრე, კლინიკის საინფორმაციო სისტემას.
პროტოკოლის მიზანშეწონილობის განსაზღვრა –Protocol feasibilityგამოსცადეთ და გააუმჯობესეთ თქვენი პროტოკოლი, რეალური პაციენტების მონაცემებზე დაყრდნობით.მიიღეთ „კლინერიონის“ ტექნოლოგიისგან სარგებელი თქვენი საკუთარი კვლევების ჩასატარებლად.
გახადეთ თქვენი კლინიკა მოძიებადიBe found as a potential trial siteშეუერთდით კლინიკური კვლევების საერთაშორისო ქსელს.მოიზიდეთ მოწინავე კლინიკური კვლევები.არ იკარგება დრო წარუმატებელ პროტოკოლზე და პროტოკოლის მიზანშეწონილობის განსაზღვრაზე.გაზრდილი შემოსავალი.
პაციენტის მოძიებაPatient searchინდივიდუალური პაციენტების მოძიება – თუნდაც მათ შორის ვინც ერთი წუთის შემოსულია კლინიკაში.მოიპოვეთ ხელმისაწვდომობა თქვენი პაციენტებისათვის ინოვაციურ სამკურნალო საშუალებებზე.კანდიადატი პაციენტების შესახებ 24/7 რეჟიმში დაუყოვნებლივი შეტყობინების სისტემა.
პაციენტების ჩართვაPatient enrolmentკვლევის მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ გაუწიონ მეთვალყურეობა პაციენტის მონაცემების დასაშვებობას და მათი კვლევაში ჩართვის სტატუსს.კანდიდატი პაციენტების იდენტიფიცირება, პაციენტის ჩართულობის მართვა.

შემოუერთდით კვლევების საერთაშორისო ქსელს „PRS“ (Patient Recruitment System)!


იმპლემენტაცია შესაძლებელია მონაცემების მიღების დროიდან /კონტრაქტის გაფორმებიდან 6 კალენდარული კვირის განმავლობაში.