MEDSOFT.GE -  ყველა სიახლე

რეგისტრატურაში თანხმობის პროცესი გავაციფრულეთ

01.10.2025
სტატუსი: დასრულებული
რეგისტრატურაში თანხმობის პროცესი გავაციფრულეთ

MEDSOFT-ის სისტემაში პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პროცესი სრულად გაციფრულდა. საერთაშორისო ბრენდის, signotec-ის ხელმოწერის პედების (Sigma და Delta) გამოყენებით, კლინიკები გადადიან სწრაფ, დაცულ და ქაღალდისგან თავისუფალ (Paperless) დოკუმენტბრუნვაზე.

როგორ მუშაობს პროცესი?

ნაცვლად დოკუმენტის ამობეჭდვის, ხელმოწერის და შემდეგ უკან დასკანერებისა, MEDSOFT-ში გენერირებული ფორმა პირდაპირ აისახება PAD-ის ეკრანზე. პაციენტი დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს, რომელიც დაშიფრული სახით, მომენტალურად ინახება მის ელექტრონულ სამედიცინო ისტორიაში (EMR).

მთავარი უპირატესობები:
  • დროის დაზოგვა: რეგისტრაციის პროცესი ბევრად სწრაფია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რიგებს.
  • ხარჯების ოპტიმიზაცია: კლინიკა სრულად თავისუფლდება ქაღალდის, ბეჭდვისა და ფიზიკური არქივის მოწყობის ხარჯებისგან.
  • მაღალი უსაფრთხოება: signotec-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერის იურიდიულ უტყუარობასა და მონაცემთა დაცვას.
  • კომფორტი და საიმედოობა: გამორიცხულია ფიზიკური დოკუმენტის დაკარგვა. ყველა თანხმობა დაცულია და მარტივად მოძებნადია სისტემაში.