MEDSOFT-ის კლინიკის მართვის სისტემას ხელოვნური ინტელექტის (AI) მძლავრი მოდული დაემატა. ეს ინოვაცია ექიმებსა და კლინიკის ადმინისტრაციას რუტინული საქმისგან ათავისუფლებს და ციფრულ პროცესებს უპრეცედენტოდ ჭკვიანსა და მარტივს ხდის.
AI ასისტენტი ინტეგრირებულია უშუალოდ სამუშაო სივრცეში (EMR). მას შეუძლია პაციენტის ისტორიის, დანიშნულებისა და ლაბორატორიული მონაცემების სწრაფი გაანალიზება, სტრუქტურირებული სამედიცინო ტექსტების (მაგ.: გასინჯვის ფურცელი, ფორმა 100, ეპიკრიზი) ავტომატური გენერირება.