MEDSOFT.GE - ყველა სიახლე
გააციფრულე ლაბორატორია - LIS
01.01.2020
სტატუსი: დასრულებული
ლაბორატორიულ ანალიზატორებთან ინტეგრაციის საშუალებით (LIS) პროცესები სრულად იქნება გაციფრულებული, რაც ნიშნავს იმას რომ ანალიზის/ნიმუშის აღებიდან პასუხის გაცემის ჩათვლით თითოეული ეტაპი ლაბორატორიაში წარიმართება ციფრულ რეჟიმში.
პროცესების თანმიმდევრობა:
- შეკვეთის მიღება ელექტრონულად
- ლაბორატორიაში ნიმუშის აღება და დაფიქსირება MEDSOFT-ის სისტემაში
- შტრიხკოდის დაბეჭდვა
- ლაბორატორიულ აპარატებთან/ანალიზატორებთან ინტეგრაციით ჩვენი სისტემა გაგზავნის შეკვეთას აპარატში და მიიღებს პასუხს ავტომატურ რეჟიმში
- გამოთვლადი პარამეტრები შეივსება ავტომატურად
- ნორმიდან გადახრა აისახება ავტომატურად
- დასრულებულ პასუხებზე წვდომა ექნება ექიმს
- ექიმები შეძლებენ ამ ინფორმაციის ავტომატურად გამოყენებას სამედიცინო ჩანაწერების დაწერის (მაგ. ფორმა 100, გასინჯვის ფურცელი) დროს
- ავტომატურად გაიგზავნება პაციენტის მეილზე
- ციფრულად წარიმართება საწყობი და სახარჯი მასალების აღრიცხვის, შეძენისა და გახარჯვის პროცესიც
MEDSOFT LIS ლაბორატორიაში დანერგვის შემდეგ:
- ლაბორატორიაში თანამშრომლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს
- მნიშვნელოვნად დაიზოგება პერსონალის დრო
- გაიზრდება ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების რაოდენობა/წარმადობა
- პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომის ალბათობა
- გაუმჯობესდება ხარისხის კონტროლი
- საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების პროცესში (მაგ. ISO) იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი