MEDSOFT.GE -  ყველა სიახლე

გააციფრულე ლაბორატორია - LIS

01.01.2020
სტატუსი: დასრულებული
გააციფრულე ლაბორატორია - LIS

ლაბორატორიულ ანალიზატორებთან ინტეგრაციის საშუალებით (LIS) პროცესები სრულად იქნება გაციფრულებული, რაც ნიშნავს იმას რომ ანალიზის/ნიმუშის აღებიდან პასუხის გაცემის ჩათვლით თითოეული ეტაპი ლაბორატორიაში წარიმართება ციფრულ რეჟიმში.

პროცესების თანმიმდევრობა:

  • შეკვეთის მიღება ელექტრონულად
  • ლაბორატორიაში ნიმუშის აღება და დაფიქსირება MEDSOFT-ის სისტემაში
  • შტრიხკოდის დაბეჭდვა
  • ლაბორატორიულ აპარატებთან/ანალიზატორებთან ინტეგრაციით ჩვენი სისტემა გაგზავნის შეკვეთას აპარატში და მიიღებს პასუხს ავტომატურ რეჟიმში
  • გამოთვლადი პარამეტრები შეივსება ავტომატურად
  • ნორმიდან გადახრა აისახება ავტომატურად
  • დასრულებულ პასუხებზე წვდომა ექნება ექიმს
  • ექიმები შეძლებენ ამ ინფორმაციის ავტომატურად გამოყენებას სამედიცინო ჩანაწერების დაწერის (მაგ. ფორმა 100, გასინჯვის ფურცელი) დროს
  • ავტომატურად გაიგზავნება პაციენტის მეილზე
  • ციფრულად წარიმართება საწყობი და სახარჯი მასალების აღრიცხვის, შეძენისა და გახარჯვის პროცესიც
MEDSOFT LIS ლაბორატორიაში დანერგვის შემდეგ:
  • ლაბორატორიაში თანამშრომლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს
  • მნიშვნელოვნად დაიზოგება პერსონალის დრო
  • გაიზრდება ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების რაოდენობა/წარმადობა
  • პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომის ალბათობა
  • გაუმჯობესდება ხარისხის კონტროლი
  • საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების პროცესში (მაგ. ISO) იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი